|
2024-05-24 12:09:45, 460 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - რას ეტყვით თქვენს შვილებს, აშშ-მა იმიტომ დაგვასანქცირა, რომ სუვერენიტეტს ვიცავდითო?
რას ეტყვით თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს, ჩვენმა პარტნიორმა აშშ-მა იმიტომ დაგვასანქცირა, რომ სუვერენიტეტს ვიცავდითო? - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. მანჯგალაძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში "სწორი იქნება" თუ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი ვეტოს დაძლევა არ მოხდება. "ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მიერ უკვე მიღებული სანქციების ფონზე, თქვენთვისვე სწორი იქნება, არ დაიძლიოს ვეტო და დაიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ სად მიგიყვანათ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკამ. რას ეტყვით თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს, ჩვენმა პარტნიორმა აშშ-მა იმიტომ დაგვასანქცირა, რომ სუვერენიტეტს ვიცავდითო? ხალხო, მართლა სადამდე მიხვედით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და თქვენს შვილებსაც კი ატყუებთ, რომ საქართველოს იცავთ ამერიკისგან და ევროპისგან. უბრალოდ დაფიქრდით, იმისთვის, რომ რაღაც სკამი და თანამდებობა შეინარჩუნოთ იმეორებთ სიგიჟეს, რომ ამერიკა და ევეოპა საქართველოს მტერია და რუსეთი მოყვარე. ვინ გამოდიხართ ხალხო, რას აკეთებთ?! რას გავხართ, მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა. დროზე შეწყვიტეთ ეს სიგიჟე და ღალატი",- მიმართავს მანჯგალაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოაქვს. როგორც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 23 მაისით დათარიღებულ განცხადებაშია აღნიშნული, სავიზო შეზღუდვა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვასაც იწყებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)