|
2024-05-24 12:14:20, 375 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია გამოფენაში London Wine Fair 2024 მონაწილეობდა
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში London Wine Fair 2024 მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პრესტიჟულ გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება. „შესაბამისად, London Wine Fair წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გამართა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო 2023 წლის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე (IWSC) გამარჯვებული ქართული ღვინოები. გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს დესპანი გიორგი საგანელიძე დაესწრო. გამოფენა London Wine Fair 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)