|
2024-05-23 15:14:41, 398 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი შოთაძის გადადგომაზე - ეს გადაწყვეტილება სავარაუდო სანქციების შიშზე უნდა მიანიშნებდეს
პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის ფაქტს. ხაბეიშვილის თქმით, მაღალ თანამდებობაზე მყოფმა პირებმა, უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება და დატოვონ თანამდებობები. „პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე და ყველას კარგად ესმის, რომ ეს სანქციები აუცილებლად იქნება, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებზე. დარწმუნებული ვარ, ყველა მოძალადეზე, რომელიც არის იდენტიფიცირებული, კონკრეტული პერსონალური სანქციები გავრცელდება მათზეც. შოთაძეს ესმოდა, რომ ამ მთავრობის წევრობა უკვე ნიშნავს ღიად რუსული საქმის კეთებას მიუხედავად იმისა, რომ ფარულად ის ამას აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად მან ამის გაკეთებაზე თქვა უარი სწორედ იმ მიზეზით, რომ მან იცის, რომ ის აუცილებლად იქნება სანქცირებული. შესაბამისად, ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც დღეს მაღალ თანამდებობაზეა, რომ მათ უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკურ-პარტიულ გადაწყვეტილებას, ეს უკავშირდება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და მათ უნდა დატოვონ თანამდებობები იმისთვის, რომ არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს გაუხანგრძლივონ ხელისუფლება", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)