09:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 15:53:19, 354 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი UN FAO-ს ევროპის რეგიონული კონფერენციის რიგით 34-ე სესიას დაესწრო

იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) ევროპის რეგიონული კონფერენციის რიგით 34-ე სესია გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სესიაზე მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაბალი ემისიის და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების გაძლიერებაში ინოვაციებისა და დიგიტალიზაციის როლზე იმსჯელეს.

„ყურადღება გამახვილდა ცვლილებებისა და გამოწვევების დროს სოფლის მეურნეობის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და წყლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე, მათ შორის, გლობალური და რეგიონული სასურსათო უსაფრთხოების პერსპექტივებზე და სოფლის მეურნეობისა და კვების სისტემების ტრანსფორმაციაზე.

ევროპის რეგიონული კონფერენცია აერთიანებდა FAO-ს წევრ ქვეყნებს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან, ასევე, გაეროს ფონდის, პროგრამების და სპეციალიზებული სააგენტოების წარმომადგენლებს.

FAO-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ინიციატივის „ერთი ქვეყანა ერთი პრიორიტეტული პროდუქტი“ ფარგლებში, ქართულმა მხარემ ქართული ღვინო წარადგინა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics