|
2024-05-21 12:27:34, 307 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება, მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს
მე არ მინდა ღიად ვისაუბრო, თუმცა კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ ზეწოლა, მოწოდებები იყო, ასევე საჯარო განცხადებები კეთდებოდა, რომ ესე იგი ჩვენ უნდა დაგვეორგანიზებინა ჩარტერები და უკრაინაში უნდა გაგვეშვა მოხალისეები. ხომ გახსოვთ რამხელა ზეწოლა იყო ამასთან დაკავშირებით? პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ ჩავრთულიყავით ამ უბედურებაში, რაც ხდება ახლა სამწუხაროდ უკრაინაში. ასევე პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა გააკეთა რამდენიმე განცხადება და ჩვენი არასამთავრობოებიც ამაზე აპელირებდნენ, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა. კალაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს ხელისუფლება ამის შესანარჩუნებლად გააკეთებს ყველაფერს, „მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა“. „ახლა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აქციებზე, რომელიც დედაქალაქში იმართება, არ მახსოვს გუშინ იყო თუ რამდენიმე დღის წინ, გამოვიდა და თქვა, რომ მშურს უკრაინისო. წარმოუდგენელია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს შურდეს, რაც ხდება სამწუხაროდ უკრაინაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. ამას ალტერნატივა არა აქვს. დღეს ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, რა შემოტევებიც არ უნდა იყოს, ჩვენ გავაკეთებ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)