15:57 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 10:36:20, 495 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - ირანის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, ერთდღიან ეროვნულ გლოვას ვაცხადებთ

ჩვენ გადავწყვიტეთ, პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის გარდაცვალების გამო, ერთდღიანი ეროვნული გლოვა გამოვაცხადოთ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ერდოღანმა თურქეთის როლზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა მიიღო.

„ამინდის გამო შექმნილი რთული პირობების მიუხედავად, თურქულმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა სამუშაოები 7,5 საათის განმავლობაში ჩაატარა“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, 19 მაისს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა. რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. პრეზიდენტთან ერთად ვერტმფრენში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა. ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics