|
2024-05-21 09:16:06, 421 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება ისრაელის წინააღმდეგაა მიმართული
ეს არის აბსურდული და ყალბი გადაწყვეტილება, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის, კარიმ ხანის მიერ მისი, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნას. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები „ჰამასის მონსტრების" წინააღმდეგ იბრძვიან - „ჰამასმა" „მოკლა, დაწვა, გააუპატიურა", ისრაელელი სამხედროები კი, „თავისი მორალით უბადლოები არიან". „ეს არის აბსურდული და ყალბი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის მიმართული ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც გმირობით იბრძვიან „ჰამასის“ ამაზრზენი მკვლელების წინააღმდეგ. როგორ ბედავთ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების შედარებას „ჰამასის“ მონსტრებთან? როგორ ადარებთ „ჰამასს“, რომელმაც მოკლა, დაწვა, დახოცა, გააუპატიურა და გაიტაცა ჩვენი ძმები და დები, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს, რომლებიც ებრძვიან სამართლიან ომს, რომლებიც უბადლოები არიან თავისი მორალით?“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. პრემიერ-მინისტრი ისრაელის მოსახლეობას ჰპირდება, რომ ICC-ის მხრიდან „ხელების შეკვრის მცდელობა წარუმატებლად დარულდება“. მისი თქმით, ისრაელი დაამარცხებს „ჰამასს“ და მიაღწევს „სრულ გამარჯვებას“. შეგახსენებთ, გუშინ, 20 მაისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)