|
2024-05-20 14:24:13, 320 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია სოფლის მეურნეობის პოტენციალის ათვისებას და არსებული გამოწვევების დაძლევას ითვალისწინებს. „სტრატეგიის 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმა არსებული გამოცდილების და მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე შეიქმნა. პროექტის განხორციელების ჯამური ღირებულება 4 276 021 657 ლარს შეადგენს, საიდანაც 4 155 293 570 ლარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებებით გათვალისწინებული სახსრებია, ხოლო 118 868 087 ლარი დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან მოზიდულ თანხებს შეადგენს. საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 3 ძირითად ამოცანას ისახავს მიზნად:
2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით შემუშავდა და სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საბჭოს მიერ იქნა მოწონებული. გეგმა 88 აქტივობას ითვალისწინებს და მის განხორციელებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროები არიან პასუხისმგებლები“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)