|
2015-02-12 13:47:42, 586 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: მინსკის მოლაპარაკებები ევროპული გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი მომენტია
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველო მინსკში მიმდინარე შეხვედრას ყურადღებით აკვირდება. ბერუჩაშვილი იმედოვნებს, რომ მიღებულ შეთანხმების დოკუმენტში ყველა პრობლემური საკითხი სრულფასოვნად აისახება. "მინსკში მიმდინარე შეხვედრას თვალყურს ვადევნებთ. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია როგორც ევროპული გლობალური უსაფრთხოებისთვის. იმედი მაქვს, იქნება შესაძლებელი, რომ შეთანხმებაში სრულფასოვნად იყოს ყველა პრობლემატური თემა ასახული, რაც შესაძლებლობას შექმნის, რომ უპირველეს ყოვლისა, ადგილზე იყოს მშვიდობა, გაყვანილ იქნას რუსეთის მიერ ჯარები და აღდგეს საზღვარი, რომლის კონტროლიც ადეკვატურად განხორციელდება. მნიშვნელოვანია ეს შედეგი საქართველოსთვისაც, რამეთუ ეს არის დიდი, რეგიონალური, ევროპული უსაფრთხოების თემა",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. ამასთან, ბერუჩაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელშეკრულების შეთანხმება, არამედ მისი შესრულება, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს ნეგატიური პრაქტიკა აქვს. ამიტომ, ბერუჩაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ძალისხმევის გააქტიურება მოუწევს. "ძალიან დიდი პრობლემაა არა მარტო ხელშეკრულების შეთანხმება, არამედ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის შესრულებას. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს აქვს ძალიან ნეგატიური პრაქტიკა, ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწევს ძალისხმევის გააქტიურება და ამ თემასთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების გათვალისწინება. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რათა უკრაინა არ იყოს ერთი იზოლირებული საკითხი და ეს იყოს ზოგადად სამეზობლოში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამოვლინება სხვადასხვა ფორმით",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. შეგახსენებთ, მინსკში გერმანიის, საფრანგეთის, და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკება კვლავ გრძელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა, თუმცა ამჟამად ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკება კვლავ გრძელდება. ცოტა ხნის წინ, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დატოვა. როგორც პოროშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნები. არსებული ინფორმაციით, თითქმის 80% შეთანხმებისა უკვე მიღწეულია, ხოლო დეკლარაცია, რომელიც 12-13 პუნქტისგან შედგება საკონტაქტო ჯგუფს გადაუგზავნეს, ვინაიდან ცნობილია, რომ ამ დეკლარაციას ხელი სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებმა უნდა მოაწერონ. საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტი, ძალაში სავარაუდოდ 14 თებერვალს შევა, ის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის მძიმე ტექნიკის გაყვანას ივალისწინებს. ცნობისთვის, „ნორმანდიული ოთხმხრივი“ შეხვედრა მინსკში, დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 14 საათი გრძელდებოდა და მასში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდნენ.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)