|
2024-05-17 11:30:50, 354 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. "გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი და გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და პერსპექტივებზე. აღინიშნა თავდაცვის ძალების განვითარებასა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებაში ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელოვანი როლი. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. ადმირალ ბაუერთან შეხვედრის შემდეგ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დეტალები გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის დირექტორთან, გენერალ ლეიტენანტ იანუშ ადამჩაკთან განიხილა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვის საკითხსა და სამხედრო თანამშრომლობის სხვა მიმართულებებს. ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანელ, ფრანგ, რუმინელ და სლოვაკ კოლეგებს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)