15:56 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 11:15:18, 498 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - კარგად ვიცნობ სი ძინპინს და პუტინს - ისინი ახლა მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები "ზიანის გამოწვევას" გეგმავენ. 

როგორც BBC წერს, ტრამპმა ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინთან დაკავშირებით განცხადება ნიუ-იორკში, ჟურნალისტებთან გააკეთა.

"მე კარგად ვიცნობ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ახლა ისინი ერთად მუშაობენ გეგმებზე, სადაც გაერთიანდებიან, რათა ზიანი მოიტანონ. ეს არის ის, რაზეც ისინი ფიქრობენ",- განაცხადა ტრამპმა.

BBC წერს, რომ მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, მას სი ძინპინთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 2017 წელს მან ჩინეთის ლიდერს მარ-ა-ლაგოში უმასპინძლა, თუმცა მომდევნო წლებში მას "მტერი" უწოდა.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, BBC დასძენს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტთან ყოველთვის "ცივი" ურთიერთობა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში პუტინი პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics