06:21 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 09:18:37, 409 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, იაშარ გიულერთან გამართა.

„ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სტრატეგიული პარტნიორობისა და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამმხრივ და ორმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს.  მინისტრმა მიმდინარე წელს დაგეგმილი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალის საქართველოში ჩატარებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა.  ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებების ფართო სპექტრზე, მათ შორის სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის წვლილი“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics