|
2024-05-15 14:16:38, 540 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია
ზურაბიშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპულ პლატფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი "ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან გასულია". "ქალბატონი სალომე კონსტიტუციის კიდევ ერთ დარღვევას აანონსებს, ჩვეულებრივად გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან. მას პრეზიდენტის თანამდებობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია. ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც ამაზე არის დასტური. ახლა კვლავ აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ამაზე კომენტარიც ზედმეტია, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს არის ძირის გამოთხრა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის. არ ვიცი, ოპოზიციასაც რამდენად ენდომება მასთან ერთად ყოფნა",- თქვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას. ამისთვის, მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები - როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ და რომელიც საქართველოს არჩევნებამდე ერთობით მიიყვანს".
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)