|
2024-05-15 13:30:44, 519 ნახვა
საზოგადოება
IBSU-ს სტუდენტები რექტორს - სამშობლო ნებისმიერ „აკრედიტაცია-ავტორიზაციის“ პროცესებზე მაღლა დგას!
ვემიჯნებით იმას, რასაც ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აკეთებს! – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ავრცელებენ. სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორს, კახა შენგელიას მიმართავენ და აცხადებენ, რომ „სამშობლო ნებისმიერ აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესებზე მაღლა დგას!“. „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ვემიჯნებით იმას, რასაც ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აკეთებს! გვინდა მივმართოთ ჩვენს რექტორს, ბატონ კახა შენგელიას, რომ პატივი სცეს მისი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობის გამოხატულ ნებას და გვინდა შევახსენოთ, რომ სამშობლო ნებისმიერ „აკრედიტაცია-ავტორიზაციის“ პროცესებზე მაღლა დგას! ბატონო კახა, თქვენ ხედავთ, რომ თქვენი სტუდენტები პირველივე დღიდან ვიბრძვით რუსული კანონის წინააღმდეგ და ამ უნივერსიტეტში, რომელიც თქვენ სულ რამოდენიმე თვის წინ გადაიბარეთ, ევროპული, სწორი ღირებულებები და სტანდარტები იყო და მუდამ იქნება ფუნდამენტი ყველაფრისა. IBSU-ს ადმინისტრაცია ყოველთვის იყო სტუდენტებზე ორიენტირებული, და იყო „რუპორი“ სტუდენტების ხმის, ყველა პლატფორმაზე. „ივანე ჯავახიშვილობას“ ვერ მოგთხოვთ, თუმცა გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და შეეცადოთ ჩამოწმინდოთ უნივერსიტეტს ის ლაფი, რომელოც ასე უხვად, დღეს დილით თავს დაასხით. თქვენ იცით, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად და იმედი გვაქვს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ყოფნას თქვენც მოინდომებთ! არა ყველაფერ რუსულს! არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" - აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)