|
2024-05-14 09:57:46, 344 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე ლომჯარიას - სწორედ ესეთი აზროვნებაა ბოლშევიკური ნინო და, რაც არ უნდა ევროპული დროშა მოახვიო დასამალად, მაინც თავს იჩენს
სწორედ ესეთი, მტკიცებულებებს მოკლებული და ადამიანების დამუნათებაზე ორიენტირებული აზროვნებაა ბოლშევიკური ნინო და, რაც არ უნდა ევროპული დროშა მოახვიო დასამალად, მაინც იჩენს თავს, - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას Facebook პოსტს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ლომჯარიას პოსტი „სიძულვილის ენის“ შემცველია და საზოგადობის მოტყუებას ცდილობს. „როდესაც ყოფილი სახალხო დამცველი 1937 წლის “საუკეთესო ტრადიციებით” და “გულით შეკმაზულ”, სიძულვილთან მიახლოვებული ენით ადამიანების გაშავებას და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს, ვთვლი, რომ პასუხი აუცილებელია. ყოფილი სახალხო დამცველისგან, რომელსაც კარგად უნდა ესმოდეს ადამიანის უფლებები, მსგავი მომართვა, რბილად რომ ვთქვა, გაუგებარია. ადამიანებს დანაშაულში სდებ ბრალს და იქნებ შეახსენო საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამ ადამიანებს კორუფციულ დანაშაულში მიუძღვის ბრალი. თუ თავად წყვეტ, სასამართლოს გარეშე ვინ მართალია და ვინ დამნაშავე? მე არ გადამიხდია ფული უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და ძალიან ვამაყობ, რომ უნივერსიტეტელი ვარ. შენ გადაიხადე და გვიმალავდი? ან თუ ასეთი დანაშაულის შესახებ გქონდა ინფორმაცია, ან გაქვს რატომ არ განაცხადე? სწორედ ესეთი, მტკიცებულებებს მოკლებული და ადამიანების დამუნათებაზე ორიენტირებული აზროვნებაა ბოლშევიკური ნინო და, რაც არ უნდა ევროპული დროშა მოახვიო დასამალად, მაინც იჩენს თავს. არ უბრძოლია ასიათასობით ქართველს, მათ შორის ჩემს მშობლებს, ეროვნული მოძრაობისას, არც მამაჩემს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების ვეტერანს და, არც ჩემს შვილს უმსახურია ქართულ ჯარში, ბევრ ღირსეულ ჯარისკაცთან ერთად, იმისთვის, რომ ესეთ სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს ასაღებდეს ვინმე დემოკრატიად, სამართლებრივ სახელმწიფოდ ან ევროპულ ღირებულებად. აქვე ნინო ერთი კითხვაც მექნება. სახალხო დამცველი, რომლის ქვეყანაშიც დაახლოებით 10000 პატიმარია და 4 წლის მანძილზე მხოლოდ 16-ს მოინახულებს რამდენად გულწრფელი, ყველა ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული, ომბუდსმენი გგონია? ზოგადად სამწუხარო ფაქტია, როდესაც სახალხო დამცველი მოსანახულებელ პატიმართა სიას პოლიტიკური გემოვნებით ადგენს და ორმაგად ტრაგიკულია, როდესაც უკვე ყოფილი სახალხო დამცველი კონსტიტუციით განმტკიცებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას ხელაღებით არღვევს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. P.s ალბათ ეს სურათი “კომპრომატად” გინდოდა წარმოგეჩინა, თუმცა მინდა გითხრა, ჩემი დადებულია სოციალურ ქსელში და იქიდან ჩამოტვირთვაზე რომ არ იწვალო მომავალში, თუ რამე დაგჭირდება თავად გამოგიგზავნი. მასწავლებლებს კი ნამდვილად პატივს ვცემ ნინო და მიმაჩნია, რომ ბევრმა მათგანმა სასიკეთო ცოდნა მომცა. შეიძლება დღეს ჩემს ზოგიერთ მასწავლებელს ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეს, მაგრამ ეს სრულიად მისაღებია და ეს არის ის დემოკრატია, რომლისაც მჯერა“, - აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)