|
2024-05-12 18:19:54, 460 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი „ევროპის მარშზე“ - სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან, თუ ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო
ძალიან სასაცილო არის, როცა პოლიტიკოსები, სერიოზული, ვითომ მაღალი IQ-თი, ითვლიან, თუ ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ევროპის მარშთან" დაკავშირებით განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველომ მსოფლიოს აჩვენა, რომ "რუსულ კანონს არ დაუშვებს". "გუშინ, საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ ყველას ძლიერად, მშვოდიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ქვეშ დაყენებას; რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს. ეს არის და ეს. ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის - ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა. ძალიან სასაცილო არის, როცა პოლიტიკოსები, სერიოზული, ვითომ მაღალი IQ-თი, ითვლიან, თუ ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარსდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ თავის მხრიდან აჩვენა დაბნეულობა; აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია თუ არა ის, რაც ახასიათებს ასეთ ხელისუფლებას, როცა უკვე ხალხის ნდობა მას აღარ აქვს - ანუ ტყილი, მანიპულაცია, რაღაც მიხრა-მოხრა, რომ გაუგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ 11 მაისს თბილისში "ევროპის მარში" გაიმართა. მარში დედაქალაქის 4 სხვადასხვა ლოკაციიდან - "ექსპო ჯორჯიას", მეტროსადგურ "300 არაგველის", რესპულიკისა და მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ევროპის მოედანზე ფართომასშტაბიანი დემონსტრაციით დასრულდა.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)