|
2024-05-12 17:37:57, 430 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სანქციები სერიოზული თემა არ არის - შეუძლებელია, ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება
სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია, ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მით უმეტეს ქართული საზოგადოება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძემ ამ კონტექსტში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ის არის "დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მაგრამ ამას არ უმოქმედია მის გადაწყვეტილებებზე". "ქართულ საზოგადოებას იმდენი რამ აქვს გამოვლილი გასული 30 წლის განმავლობაში, რომ მისი დაშანტაჟება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მაგალითი ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, პარტიის დამფუძნებლისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც დასავლეთს მიანდო 2 მლრდ დოლარი და რომელსაც გაუყინეს ეს 2 მლრდ დოლარი და შესაბამისად, არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ დე ფაქტო სანქციას არ უმოქმედია მის გადაწყვეტილებებზე. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესებს, ჩვენ ვერავითარი შანტაჟი და ვერავითარი მუქარა უკან ვერ დაგვახევინებს. თქვენ იცით, როგორია საქართველოს ისტორია. ამ ქვეყანაში 3 ათასი წლის მანძილზე ადამიანები თავს სწირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი სუვერენიტეტისთვის და როცა ასეთ დროს ვიღაც შანტაჟით ცდილობს შენს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. მგონი, ვერ იცნობენ, არ იცნობენ ქართველებს და შეიძლება შორიდან სხვანაირად ჩანს ქართველის ბუნება",- თქვა კობახიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)