|
2024-05-12 15:21:14, 447 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - თუ კანონპროექტი ამჟამინდელი სახით იქნება მიღებული, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე
იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი ამჟამინდელი სახით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნული კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან თავსებადი არ არის. "თქვენ დამისვით შეკითხვა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით. ნება მომეცით, გავიმეორო ის, რაც არაერთხელ თქვეს ევროპელმა ლიდერებმა, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი ამჟამინდელი სახით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი მისი ახლანდელი ფორმით არ არის თავსებადი იმ ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს გვაქვს. გულწრფელად ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა იმისთვის, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული საქართველოს პარლამენტში. ვიცი, რომ მესამე მოსმენა იგეგმება მომდევნო კვირაში და გულწრფელად ვიმედოვნებთ, კიდევ არსებობს შანსი, რომ კანონი არ იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, ყველა პროცედურული შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული, რომ კანონი არსებული ფორმით არ იქნეს მიღებული. სამწუხაროდ, იმ შემთხვევაში, თუ მიიღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ დაფიქრდნენ ნეგატიურ რეაქციებზე",- აცხადებს ჰერჩინსკი, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)