|
2024-05-11 18:19:13, 401 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი - საქართველო გზის გასაყარზეა - ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან, უნდა შეწყდეს
კონგრესმენების წერილში პირდაპირ წერია, რომ საქართველო იზოლირდება დასავლეთისგან - საქართველო ახლა არის გზის გასაყარზე და ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“, გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, „ქართულ საზოგადოებას ნაკლებად აღელვებს ის სანქციები, რომელიც ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაგდებაზე პასუხისმგებელ პირებს დაუწესდებათ". „გვსურს, გამოვეხმაუროთ შეერთებული შტატების კონგრესის 29 წევრის წერილს. ასევე პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, ჯერ სალივანის განცხადებებს. კონგრესმენებიც და ბატონი სალივანიც ძალიან მკაფიოდ მიუთითებენ, რომ საქართველოში გვაქვს სერიოზული უკან დახევა დემოკრატიის თვალსაზრისით და ის, რასაც „ქართული ოცნება“, ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს, შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან, დემოკრატიასთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან, ასევე 2009 წლის შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან. წერილში მითითებულია ივანიშვილის 29 აპრილის განცხადება, რომელიც შეერთებული შტატების მიერ აღქმულია როგორც სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს სამწუხარო განვითარებაში და მასში ცხადად არის საქართველოს იზოლაცია დასავლეთისაგან და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარება. ასევე, ხაზი გასმულია ძალადობაზე, რომელსაც მიმართავს ივანიშვილის რეჟიმი და წერილში პირდაპირ არის საუბარი ძალადობაზე სამოქალაქო აქტივისტების მიმართ და მასში პირდაპირ არის ნახსენები ლევან ხაბეიშვილის სასტიკი ანგარიშსწორების შემთხვევა. ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერისადმი და პარლამენტის წევრისადმი ასეთი მოპყრობა სრულიად გაუგონარია. და მესამე ეს არის ღიად ანტიდასავლური რიტორიკა და ქმედება არა მხოლოდ ივანიშვილის განაცხადში, არამედ მას შემდეგ, რასაც მიმართავს ივანიშვილის რეჟიმი და პრემიერი კობახიძე. კარგად უნდა გვესმოდეს, რა იქნება ამის ფასი. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას და ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს ის სანქციები, მათ შორის ფინანსური სანქციები, რომელიც ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაგდებაზე პასუხისმგებელ პირებს დაუწესდებათ და პირდაპირ არის ნათქვამი კონგრესმენების წერილში, რომ ივანიშვილის რეჟიმის ამ ქმედებებს პირდაპირ მიჰყავს საქართველო ბელარუსიზაციის გზით და წერილში ნახსენებია ბელარუსიის დემოკრატიული აქტი მიღებული კონგრესის მიერ თავის დროზე, რომელიც სამწუხროდ, აისახება არა მხოლოდ რეჟიმზე, არამედ ხალხზე და საუბარია იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა შეიძლება, მიიღოს უზარმაზარი ზიანი. ეს ზიანი შეიძლება იყოს სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხისთვის, უზარმაზარი ფინანსური დახმარების შეწყვეტა. ამიტომ, საქართველო ახლა არის გზის გასაყარზე და ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“, გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს",- ამბობს ჭიაბერაშვილი. შეგახსენებთ, 29 კონგრესმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას მოითხოვს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)