|
2024-05-11 12:57:34, 374 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიკ სალივანი მმართველ პარტიას - ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე
ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოელი აგენტების კანონი - ამის შესახებ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ღრმად შეშფოთებულები ვართ. ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოელი აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს. ბოლო პერიოდში ქართული ოცნების რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას აშშ-სა და ევროპისგან. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ." - განაცხადა სალივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)