|
2024-05-11 12:28:05, 346 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - არც ერთ შემთხვევაში, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას
სამი ჟურნალისტი ხართ კეზერაშვილის, გვარამიას და ხაზარაძის ტელევიზიიდან და ვერც ერთი კითხვა ვერ დასვით კანონთან დაკავშირებით, ფაქტია, საზოგადოება ხედავს; მხოლოდ 25% უჭერს თქვენს პარტიებს მხარს, ძალიან ცოტა ტყუვდება. რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას - გპირდებით, რომ არც ერთ შემთხვევაში კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება" მოსახლეობას არაფერს ატყუებს, დაპირებები შესრულებულია და მომავალშიც შესრულდება. „ჩვენ მოსახლეობას არაფერს ვატყუებთ, დავპირდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და მივიღეთ სტატუსი, ასევე ხალხს ვპირდებით, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და გაიხსნება მოლაპარაკებები, უფრო მეტიც, ვპირდებით, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება პირველი, ვინც დაიმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ეს დაპირებაც შესრულდება," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)