|
2024-05-11 12:24:55, 398 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია, საკუთარი 2 მლრდ მან დასავლეთს მიანდო
აქ საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზე, გამოყენებულ იქნა ტერმინი რუსი ოლიგარქი, მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 16 წლის წინ რუსეთში გაასხვისა აბსოლუტურად ყველა აქტივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია და საკუთარი თანხა, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეადგენს 2 მილიარდ აშშ დოლარს, მან მთლიანად მიანდო დასავლეთს. „კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და თავისი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ეს ხომ აბსოლუტურად ალოგიკური და აბსურდულია. ასეთ აბსურდზე გვიწევს საუბარი და ვიღაცებისთვის მტკიცება, რომ კაცმა რუსეთიდან მთელი აქტივები წამოიღო, გაასხვისა, 2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს და ეს კაცი ატარებს რუსულ პოლიტიკას და არ უნდა დასავლეთში საქართველოს ინტეგრაცია. ასეთი აბსურდის გარჩევა გვიწევს საბოლოო ჯამში ჩვენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)