|
2024-05-11 12:23:27, 341 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია, მოქმედებს
ჩვენ შანტაჟი და მუქარა გვესმის უკვე რამდენიმე წელია, ხან - ერთი სუბიექტის, ხან მეორის, ხან მესამის მხრიდან - აქეთ რუსეთი გვაშანტაჟებს, იქით კონკრეტული პოლიტიკოსები დასავლეთში გვაშანტაჟებენ; მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს, ეს უკვე წლებია, გრძელდება, მაგრამ სადაც ხარ მართალი და სადაც ხარ მყარად, შენს პოზიციებში და ღირსებაში, იქ ბოლომდე მიაღწევ შედეგს შენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასე მოხდა ზუსტად შარშან დეკემბერში და მაშინაც იყო შანტაჟი, მუქარა, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველომ შედეგს მიაღწია. „სანქციებს რაც შეეხება, ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია, მოქმედებს. რეალურად 2008 წელს დაიწყო მისი ანგარიშის ძარცვა, თუმცა შემდეგ რაც იყო დარჩენილი, ის თანხები ერიცხებოდა, თუმცა ომის დაწყებისთანავე მას ამ თანხების გადმორიცხვაც შეუჩერდა. მაგრამ მისი პოზიცია არის ცხადი - სადაც სჭირდება ქვეყანას პოზიციების დაცვა, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება და შანტაჟის მიხედვით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)