12:34 - 22 Jul, 2026
|
2024-05-10 21:17:10, 439 ნახვა
პოლიტიკა
როთი - ყველა ჩემ ქართველ მეგობარს: არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე შევხვდებით
საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგულები ვართ, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როთი მმართველ პარტიას მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ მუქარა, გაიწვიონ “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტი და სამოქალაქო საზოგადოებასთან მშვიდობიანი საუბარი დაიწყონ. "საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგულები ვართ. თუმცა, შეწყვიტეთ დაშინება და მუქარა, გაიწვიეთ "უცხოური აგენტების კანონი", მოახდინეთ დეესკალაცია და დაიწყეთ მშვიდობიანი საუბარი სამოქალაქო საზოგადოებასთან! ყველა ჩემ ქართველ მეგობარს: არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე შევხვდებით", - წერს როთი X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)