|
2024-05-10 11:32:02, 534 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - თავს იღიზიანებენ რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე, რომლებიც რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ
"ნაცი" ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს; ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი "ნაციონალები", რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ, - ამის შესახებ ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს მიმართავს. როგორც კობახიძე ღია წერილში აღნიშნავს, "ასეა "ნაცის" ტვინი მოწყობილი". "ნაცი" ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს. ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი "ნაციონალები", რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ. ამ და სხვა "ნაციონალებმა" საკუთარ თავს დააჯერეს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი არა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ გახდა. ასეა "ნაცის" ტვინი მოწყობილი - ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს. ამიტომ, მისთვის რუსულზე გაღიზიანებაც შერჩევითია",- ნათქვამია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)