|
2024-05-09 20:43:27, 429 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ბელარუსისთვის
ევროკავშირის გაფართოება უნდა გასცდეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი და ის უნდა მოიცავდეს ბელარუსსაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ შეასრულა ყველა პირობა, რომ ივნისში დამტკიცდეს მოლაპარაკებების ჩარჩო და მართლაც დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. „ჩვენ შევასრულეთ ყველა პირობა, რომ ივნისში დამტკიცდეს მოლაპარაკებების ჩარჩო და მართლაც დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც იმსახურებენ ევროკავშირში ყოფნას, ევროპული ერთიანობა ნამდვილად მუშაობდეს, რომ მათაც მოახდინონ თავიანთი კანდიდატის სტატუსის რეალიზება. ევროპა არის როგორც ბალკანეთი, ასევე მოლდოვა და აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)