|
2015-01-07 11:26:52, 5631 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის საშობაო კონცერტი გაიმართა
თავდაცვის უწყების თანამშრომლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა კონცერტით მიულოცა. ღონისძიება თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის სახელით, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გამართა. საშობაო კონცერტი თავდაცვის სამინისტროს ახალი საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენებით დაიწყო. სამხედრო მუსიკოსებმა შტრაუსის, ჩაიკოვსკის, გლენ მილერისა და სხვა კომპოზიტორების სადღესასწაულო თემატიკასთან დაკავშირებული კომპოზიციები შეასრულეს. მუსიკალურ კომპოზიციებს მხატვარი ნონა გიუნაშვილი ქვიშის არტით აფორმებდა. მუსიკალურ დასს დირიჟორობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა გაუწია. ღონისძიებაზე რამდენიმე კომპოზიცია საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარმა დირიჟორმა, ნიკოლოზ რაჭველმა სამხედრო ორკესტრთან ერთად შეასრულა. შობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღამოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლები დაესწრნენ. კონცერტზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის, Cubic-ის ჯგუფისა და ODC-ის (თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი) წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)