13:50 - 22 Jul, 2026
|
2024-05-09 13:14:38, 437 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 8 მაისის საღამოს საათებში მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება. ფოტიგა აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის“, - წერს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესა და "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარ გია ჯაფარიძეზე, რომელიც "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაა, თავდასხმა განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)