|
2024-05-09 12:34:07, 480 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს
ისევ ის ადამიანები საუბრობენ ამ ტონალობით, ვინც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას 8 მაისს გაკეთებულ განცხადებას. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „გამჭვირვალობა ხელს ვერ შეუშლის ევროპულ მომავალს“. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - გამჭვირვალობა ვერასდროს იქნება დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. პირიქით, თანხვედრაშია ეს ყველაფერი. ახლა ისევ ის ადამიანები საუბრობენ ამ ტონალობით, ვინც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული. სულ ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ეს იყო ევროპისკენ მიმავალი გზის ჩახერგვა და უარის თქმა ევროპულ მომავალზე, თუ ჩვენ სანქციებს არ მივუერთდებოდით და მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა ქვეყანაში. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, მივერთებოდით სანქციებს, გაგვეხსნა მეორე ფრონტი, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით და რა ვითარება იქნებოდა საქარველოში. ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)