|
2024-05-09 12:17:23, 399 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ყოველგვარი ძალადობა - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური კატეგორიულად მიუღებელია
რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. კალაძის თქმით, პოლიტიკოსები „ამ ყველაფერს" უნდა გაემიჯნონ. „რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ძალადობა, ბულინგი, მაგრამ ნახეთ აქ რა მდგომარეობაა: როდესაც მაგალითად, „იმედის“, „პოსტივის“ ჟურნალისტს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები, რომ დააბულინგონ (რაც კატეგორიულად მიუღებელია), როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ, რა განცხადებები კეთდებოდა. ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება. როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, რომ იგი გმირად გამოეყვანა - ეს არის ის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია. ჩვენ პოლიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, უნდა გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და პირდაპირ დავგმოთ. მესმის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს საერთოდ არ ადარდებთ ეს ყველაფერი და არ აინტერესებთ. როგორ შეიძლება, მოგწონდეს ან ფიზიკური ძალადობა, ან ფსიქოლოგიური, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)