17:01 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-08 22:16:03, 614 ნახვა

მსოფლიო
ნაუსედა - საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შესაძლოა დეგრადაციაც კი დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება

საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შესაძლოა დეგრადაციაც კი დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ვილნიუსში ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უკან გაწვევა სამოქალაქო საზოგადოებას გულს დაწყვეტს.

"კანდიდატის სტატუსი ევროპული ინტეგრაციის კიბის უბრალოდ ერთი ნაბიჯია. არა მგონია, რომ ახლა რამე უნდა დავაინიცირო, რაც საქართველოს უკან დაწევს, ვინაიდან, ეს ძალიან დაწყვეტს გულს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებში გამოდის და თავის პროტესტს გამოხატავს.

ეს [კანონი] საქართველოს უკან წევს მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ წინ წაწევით, ისინი რეალურად უკან დაიხევენ. ყველა ეს სიგნალი გაგზავნილ იქნა. საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება", - განაცხადა ნაუსედამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics