|
2024-05-08 12:18:02, 472 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - ე.წ. რეესტრის შექმნა ემსახურება ერთ მიზანს - დაიწყოს რეპრესიები და ამის შედეგად „ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნოს
ე.წ. რეესტრის შექმნა ემსახურება ერთ მიზანს - დაიწყოს რეპრესიები და ამ რეპრესიების შედეგად შეინარჩუნოს "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება,- ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელი რომან გოცირიძე "ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების შესახებ" მონაცემთა ბაზის შექმნაზე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას. როგორც გოცირიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ეს წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომაა". "ე.წ. არაკეთლსაიმედო ადამიანების ბაზა იყო საბჭოთა კავშირში და მოჰყვებოდა რეპრესიები და ამ ადამიანების გაციმბირება. ასეთი ბაზა არსებობდა ფაშისტური გერმანიის დროს, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ. ეს არის წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა... ე.წ. რეესტრის შექმნა ემსახურება ერთ მიზანს - დაიწყოს რეპრესიები და ამ რეპრესიების შედეგად შეინარჩუნოს "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება",- აცხადებს რომან გოცირიძე. ცნობისთვის, დღეს, 8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "პარტიული სტრუქტურების მეშვეობით იწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს".
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)