|
2024-05-08 12:01:28, 476 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ევროპის სახელით, ქართველი და ზოგიერთი უცხოელი აქტორი ფიქრს, აზროვნებას, განსჯას გვიკრძალავს
ევროპის სახელით, ჩვენ ქართველი და ასევე, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გვიკრძალავს ფიქრს, აზროვნებას, განსჯას, საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, "მიდის აბსოლუტური ტვინის გამორეცხვის მეთოდით მუშაობა, დაბრენდვა კანონისა და დისკუსიის აკრძალვა". "მიდის აბსოლუტური ტვინის გამორეცხვის მეთოდით მუშაობა, დაბრენდვა კანონისა და დისკუსიის აკრძალვა. სინამდვილეში, ევროპის სახელით, ჩვენ ქართველი და ასევე, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გვიკრძალავს ფიქრს, აზროვნებას, განსჯას, საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას და ევროპის სახელით დღეს თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს, აწყობენ შტურმს საქართვლოს პარლამენტზე ევროპის სახელითა და ევროპის დროშებით და რა თქმა უნდა, ეს არის ძირის გამოთხრა ზუსტადაც ქართველი ხალხის თვალში ევროპული ღირებულებებისთვის",- თქვა პაპუაშვილმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)