17:01 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-07 22:54:29, 567 ნახვა

მსოფლიო
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ

ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება, მე კი ჩემს პოლიტიკურ პრაქტიკაში უპირატესობას ვანიჭებ, არ ჩავერიო რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა.

რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ ის იმედგაცრუებულია "ზოგიერთ საერთაშორისო ინსტიტუტში მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის, უსამართლობისა და არაობიექტურობის გამო".

„თქვენ სუვერენული საგარეო პოლიტიკის მომხრე ხართ. თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს. თქვენ პრაგმატული ადამიანი ხართ და თქვენი საგარეო პოლიტიკა არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთი მიმართულებით. თქვენ შესანიშნავად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა. ამავე დროს, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ ევროკავშირს უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება.

მე კი ჩემს პოლიტიკურ პრაქტიკაში უპირატესობას ვანიჭებ, არ ჩავერიო რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში. ბატონო პრეზიდენტი, მე იმედგაცრუებული ვარ ზოგიერთ საერთაშორისო ინსტიტუტში მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის, უსამართლობისა და არაობიექტურობის გამო. რადგან მოსახლეობის რიცხოვნობით ჩვენც პატარა ქვეყანა ვართ. მე თქვენ ძალიან ყურადღებით გისმინეთ და ვუთხარი ამის შესახებ დელეგაციას, რომელიც აეროპორტში დამხვდა: ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ხიდი აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა ფიცომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics