|
2024-05-07 14:45:11, 479 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები ბორელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და EU-ის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტის 30-ზე მეტი დეპუტატი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს. შესაბამის წერილს ევროდეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე არადემოკრატიულმა ქმედებებმა, კერძოდ, მათმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების კუთხით, ზღვარი გადალახა. ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯს, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ აიღო, როდესაც საქართველოს ევროკავშირის სტატუსი მიენიჭა და რაც არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ. მოგიწოდებთ, დაიკავოთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდგომი ზომები, რომლებიც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას: პირველი - საქართველოს ხელისუფლების და ხელმძღვანელი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედება ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის ვალდებულებებს. შესაბამისად საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში ყოველგვარი შემდგომი პროგრესის გარეშე. მეორე - ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება უნდა გადაიხედოს. მესამე - შემდგომი გადავადების გარეშე უნდა ჩატარდეს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესრულებაში საქართველოს პროგრესი",- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 31 ევროპარლამენტარი აწერს და რომლის ქართულ ენაზე თარგმანსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)