|
2024-05-07 13:42:28, 450 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ის იურისტი - ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში - ჩვენი კონსტიტუციით, ეს წამებას უტოლდება
ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით, ეს უტოლდება წამებას და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა. როგორც ტყეშელაძემ გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ამ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობა და ძალადობა არავის შერჩება". „დღეს დუმს საქართველოს პროკურატურა და დუმს მთავარი პროკურორი. დღეს დუმს კაციტაძის უწყება და მათ პირდაპირ კანონი ავალდებულებს, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიძიოს. ეს არის მათ კისერზე და ეს დანაშაული აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ეს არის უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლით. „ტვ პირველზე“ გავიდა სიუჟეტი, სადაც ჩანს სპეცნომრები რობოკოპების და თუ დაინტერესდებიან, ძალიან მარტივი დასადგენია, თუ ვინები არიან, ვინ იძალადა და როგორ იძალადა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი - ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით, ეს უტოლდება წამებას და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რომელიც არის წამება, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა და მე ყველას შევახსენებ, რომ მათთან აუცილებლად მივა კანონი და სამართალი, რადგან ამ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობა და ეს ძალადობა არავის არ შერჩება",- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)