|
2024-05-07 10:09:16, 311 ნახვა
საზოგადოება
ADB-ის სექტორული ჯგუფის გენერალური დირექტორი: თბილისს, ურბანული მობილობის კუთხით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, პანელური დისკუსია - „ელექტრონული მობილობის მართვა აზიისა და წყნარი ოკეანის განვითარებად ქვეყნებში“ გაიმართა. დისკუსიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აზიის განვითარების ბანკის სექტორული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა რამეშ სუბრამანიამმა მიმართა და აღნიშნა, რომ სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, თბილისში ურბანული მობილობის თვალსაზრისით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა არსებობს. „არ ვიცი, თბილისის მოსახლეობა რას გრძნობს, მაგრამ ურბანული მობილობის კუთხით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვთ. იმ ქვეყნებში კი, რომელთაც ზოგიერთი ჩვენგანი წარმოადგენს, კარგად ვიცით, რომ ურბანული მობილობის მიმართულებით ბევრი გამოწვევა არსებობს და ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. ტრანსპორტი მოქალაქეებს სამსახურებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აკავშირებს და ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ავითარებს, თუმცა მას საკუთარი საფასური აქვს - ტრანსპორტი გლობალური ნახშირბადის ემისიის, დაახლოებით, მეოთხედს შეადგენს, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკაა“, - განაცხადა ADB-ის სექტორული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა. მისივე განმარტებით, პირველ რიგში, კრიტიკული საჭიროერებისა და ტრანსფორმაციისკენ მიმართული ქმედებების განსაზღვრაა საჭირო, ADB კი ნახშირბადის დონის შემცირებისთვის ინოვაციურ ქმედებებს მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს. „აზიის განვითარების ბანკის ელექტრონული მობილობის პროგრამა შვიდ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ურბანული მობილობის, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ემსახურება. საქართველოში „თეგეტას“ „მწვანე ავტომობილების“ პროექტი დავაფინანსეთ. ცვლილებების განსახორციელებლად, პირველ რიგში, საჭიროა დაფინანსების არსებობა, თუმცა მასთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი ეფექტური აღსრულების პოლიტიკა“, - განაცხადა რამეშ სუბრამანიამმა. ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრა, რომელშიც 68 ქვეყნის 4 000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, თბილისში 2-5 მაისს გაიმართა. ღონისძიებების მონაწილეებს შორის იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, დიპლომატები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სამთავრობო დელეგაციები. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)