|
2024-05-06 09:25:02, 456 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში ალ ჯაზირას ოფისები დაიხურა, ადგილობრივ რედაქციაში ჩხრეკა მიმდინარეობს
ყატარის მფლობელობაში მყოფი მაუწყებლის Al Jazeera-ს ოფისები ისრაელში დაიხურა. დახურვის შესახებ განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ტელეკომპანიის რედაქცია გაჩხრიკეს. ქნესეტმა მხარი დაუჭირა კომპანიის ქვეყანაში ოპერირების შეჩერებას. „მთავრობამ, რომელსაც მე მეთაურება, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროვოკაციული არხი „ალ ჯაზირა“ დაიხურება ისრაელში“, - დაწერა ნეთანიაჰუმ Twitter-ზე. საერთაშორისო ორგანიზაციამ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) მოუწოდა ისრაელს არ დაბლოკოს ალ ჯაზირა, რათა შეინარჩუნოს „აზრის პლურალიზმი“ მედიაში. ალ ჯაზირამ ნეთანიაჰუ დაადანაშაულა "წახალისებაში" და თქვა, რომ მას "პასუხისმგებელია მისი პერსონალისა და ქსელის შენობების უსაფრთხოებაზე მთელს მსოფლიოში მისი პროვოკაციისა და ამ ცრუ, სამარცხვინო ბრალდების შემდეგ". 1 აპრილს ისრაელმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში "მტრული მედიის" დახურვის საშუალებას იძლევა. მას „ალ ჯაზირას კანონი“ ეწოდა, რადგან არხის დახურვის მიზნით შეიქმნა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)