|
2024-05-04 11:33:27, 493 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ფრაზა „ხიდი მომავლისკენ“ საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს - ჩვენი გადაწყვეტილებებით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის
დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია "ხიდი მომავლისკენ", რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმების, ასევე, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს. „მოხარული ვარ, დღეს მასპინძლის რანგში მოგმართოთ აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ასაკავას გამოცხადებული ნდობისთვის და ასევე, გამოვხატო მადლიერება აზიის განვითარების ბანკის გუნდის მიმართ, რომელმაც ღირებული დახმარება გაგვიწია ამ ღირსშესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებაში. დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია "ხიდი მომავლისკენ", რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმების, ასევე, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად. ამავე დროს, ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს - ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის. ამ ხედვას აძლიერებს ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდად აქცევს. ჩვენი უნიკალური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, ერთდროულად ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამავე დროს, ღირსეულად ვატარებდეთ ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მემკვიდრის სტატუსს. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნებით უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციონირებაში, რომელიც სხვა მარშრუტების სტაბილურ, უსაფრთხო და საიმედო ალტერნატივად ჩამოყალიბდა. ჩვენ გავაგრძელებთ აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის საუკეთესო ბიზნეს-გარემოს შეთავაზებას და რეგიონში მათი გაფართოების შესაძლებლობის უზრუნველყოფას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)