|
2024-05-03 14:06:06, 456 ნახვა
საზოგადოება
RSF - პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 103-ე ადგილზეა
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს საქართველო 77-ე ადგილს იკავებდა, 2024 წლისთვის კი 103-ე ადგილზე გადაინაცვლა. როგორც RSF წერს, „მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე“. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებზე, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან“. „ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. არის მცდელობები კანონის მიღებისა, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზება და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის დავიწროებაა. მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე. წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომელიც აძლიერებდა პლურალიზმსა და გამჭვირვალობას მედიაში, ხელისუფლებამ ნათლად აჩვენა თავისი მიზანი, რომელიც დამოუკიდებელი რადიოსადგურებისა და სატელევიზიო ქსელების ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის რეფორმით გაკონტროლებაა, ისევე, როგორც კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც „კოპირებულია" რუსულიდან. კანონპროექტი, რომელიც საბოლოოდ გაიწვიეს ქუჩის პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ. სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ შელახონ წყაროების კონფიდენციალურობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით“, - აღნიშნულია RSF-ის განცხადებაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)