|
2024-05-03 10:26:58, 441 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - ბლინკენი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა. მილერმა კითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რამდენად არის ჩართული ამ საკითხებში, განაცხადა, რომ სახლმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, მაინც ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მას ამის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად აქვს. გარდა ამისა, მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების მეთაურთა ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას“. „ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ და ვგმობთ ცრუ ნარატივს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ კანონმდებლობისა და ანტიდასავლური რიტორიკის დასაცავად. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას კონკრეტულ პასუხებზე, რომლებიც შეიძლება, განვახორციელოთ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ ნათლად განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებული ვართ. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ყურადღებით ადევნებს თვალს. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა ქვეყანაში, ეს არის საკითხი, რომელზე ინფორმაციაც რეგულარულად აქვს“,- განაცხადა მეთიუ მილერმა, რომლის ქართულ ენაზე თარგმნილ კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)