|
2024-05-03 09:13:37, 430 ნახვა
პოლიტიკა
ვოლკერ თურქი - შეშფოთებული ვარ საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო
შეშფოთებული ვარ სამართალდამცველების მიერ თბილისში, ამ კვირაში დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ, - ასე ეხმაურება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციებზე მიმდინარე მოვლენებს. ვოლკერ თურქი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას "ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს, და დიალოგში ჩაერთოს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებთან". ის ასევე მოუწოდეს დემონსტრანტებს, "ისარგებლონ თავიანთი უფლებებით მშვიდობიანად და არ მიმართონ ძალადობას". "შეშფოთებული ვარ სამართალდამცველების მიერ თბილისში, ამ კვირაში დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ. საქართველოს დედაქალაქ თბილისში ამ კვირაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები მაშფოთებს. ამ კვირაში ათასობით ქართველი აპროტესტებს კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი და დაიცვას მათი უფლება გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესახებ. ამ უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. საპროტესტო გამოსვლების დროს ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს გამონაკლისი და უკიდურესი ზომა, როდესაც საფრთხეა მოსალოდნელი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჩაატაროს სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება საპროტესტო აქციების დროს ან მის შემდეგ, ასევე, დაკავების პროცესში არასათანადო მოპყრობის შესახებ. ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენების გამო, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. უნდა მოიხსნას მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიც. მე ასევე მოვუწოდებ მომიტინგეებს და პროტესტის ორგანიზატორებს, ისარგებლონ თავიანთი უფლებებით მშვიდობიანად და არ მიმართონ ძალადობას. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს და ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებთან. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების, რომლებსაც უცხოეთიდან ფინანსები შემოსდით, "უცხოურო ძალის ინტერესებით მოქმედ ორგანიზაციებად" მონათვლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას", - აღნიშნულია თურქის განცხადებაში.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)