|
2024-05-02 14:29:53, 338 ნახვა
საზოგადოება
მერია - მგზავრთა საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ძველი ვერსია 31 მაისიდან გაითიშება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განახლებული საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მუშაობის სატესტო რეჟიმი, რომელიც 25 მარტიდან ამოქმედდა, დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მობილური აპლიკაციის აქტიურ მომხმარებელთა უმრავლესობა, ორივე პლატფორმაზე, განახლებულ აპლიკაციას იყენებს, თუმცა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კვლავ ძველი სერვერების მომხმარებელია. „მიმდინარე წლის 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშება და აპლიკაციების მანამდე არსებული ვერსიები ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ისარგებლონ აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომლის გადმოწერასაც შეძლებენ, როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლები. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი - ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს. განახლებული საინფორმაციო ვებგვერდითა და აპლიკაციით უკვე შესაძლებელია მგზავრობის დაგეგმვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმება. აპლიკაციის ახალი ვერსია მგზავრებს ასევე, სთავაზობს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივას, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)