|
2024-05-02 13:25:48, 403 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააუქმა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა
საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა, ფაქტობრივად, გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა, - ასე ეხმაურება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონის ამოქმედებას. როგორც გოცირიძემ განაცხადა, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსასმენად მივიდნენ. „12 საათია, ახლა მოვედით პარლამენტის წევრები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა, ფაქტობრივად, გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, 10-დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც კი მოიმატეს. ხალხს ეუბნებიან, ოღონდ არ გააპროტესტოთ და 10 დღე ისხედით სახლებშიო“,- განაცხადა გოცირიძემ. როგორც დეპუტატმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, „ყველაფერი წინ არის, მესამე მოსმენა წინ გვაქვს. მიიღებენ და პრეზიდენტი ვეტოს დაადებს და ვეტოს დაძლევის პროცედურა წინ გვაქვს, მიიღებენ, გამოვა ხალხი 100-ჯერ მეტი და მაინც მოუწევთ ამ კანონის გაუქმება“. ცნობისთვის, დღეს, 2 მაისს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები - ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება. შენობაში 14:00 საათამდე წითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასახლეში არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ განსაზღვრული პირებისა, არ დაიშვება. 14:00 საათის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ყვითელი დონე იმოქმედებს, რა დროსაც ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა შეეზღუდებათ.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)