|
2024-05-02 03:09:44, 543 ნახვა
პოლიტიკა
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჰაკერული დაჯგუფება Anonymous ადასტურებს, რომ "ქართული ოცნებისა" და "პოს ტვ"-ის ვებგვერდები მათ წაშალეს. "Anonymous-მა წაშალა საქართველოს მმართველი პარტიის ვებგვერდი (http://gd.ge) და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მედია POSTV (http://postv.media) - რუსეთის მიერ კონტროლირებად საქართველოს მარიონეტულ მთავრობას: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ უგულვებელყოთ ჩვენი მოთხოვნა, შეგეჩერებინათ პოლიციის სისასტიკე მომიტინგეების მიმართ და განაგრძეთ მათი შეურაცხყოფა და ზიანის მიყენება. თქვენივე საკუთარი მოქალაქეების მიმართ თქვენი არაადამიანური ქმედებებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ რესურსის გამორთვას. ეს არ არის მუქარა; ეს არის დაპირება. სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, მას ჰაკერები და პროტესტი ჩაანაცვლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)