|
2024-05-01 17:51:23, 507 ნახვა
პოლიტიკა
EPP - დროა, დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი და ყველა, ვინც მას ქართული დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება
"ევროპის სახალხო პარტია" (EPP) საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. EPP განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. "დროა, დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი და ყველა, ვინც მას ქართული დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება. ამ ბრძოლაში ქართველების მომავალ თაობას მარტო ვერ დავტოვებთ",- აღნიშნულია განცხადებაში. პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტსაც ეხმაურება. "შეძრწუნებულები ვართ უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისში განხორციელებული სასტიკი ძალადობით. მკაცრად ვგმობთ სპეცრაზმის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. ქართველი ხალხი იმსახურებს დემოკრატიასა და ევროპას!"- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)