|
2024-05-01 15:19:12, 394 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროკავშირს ძლიერი სუვერენიტეტისა და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა სჭირდება, სწორედ ასეთი საქართველო გვექნება
ჩვენი მომავალი არის ევროპაში, ჩვენი გუნდი ამას შეძლებს ძლიერი სუვერენიტეტით და ძლიერი ეკონომიკით“- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. “რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი არის ევროპაში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სუვერენიტეტის გაძლიერება, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკა. ევროკავშირში არავის სჭირდება „გაფარჩაკებული“ ქვეყნები. მათ სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი სუვერენიტეტის მქონე, სახელმწიფოებრივად შემდგარი, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები. გარწმუნებთ, რომ სწორედ ასეთი საქართველო გვექნება და „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, ვინც მართლა ევროკავშირში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)