|
2024-05-01 14:41:10, 423 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მშვიდობიანი აქცია ნიღაბია, მთავარი ამოცანა რევოლუციური სცენარის განხორციელებაა
მშვიდობიანი აქცია ეს არის უბრალოდ ნიღაბი, შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ მთავარი ამოცანა არის რევოლუციური სცენარის განხორციელება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე რეგიონებიდან მოქალაქეების ჩამოსვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, დღეს არ არის "საქართველოს ხელისუფლებაში შევარდნაძის დროინდელი ან სააკაშვილის ხელისუფლება - სხვა მოცემულობაა". "შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა არის რადიკალიზმი და რევოლუციური სცენარის განხორციელება ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს არ არის საქართველოს ხელისუფლებაში შევარდნაძის დროინდელი ან სააკაშვილის ხელისუფლება. 2024 წელია და გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა. ამის შეფასებას რომ ვერ აკეთებენ, ეს ცალკე უბედურება და ცალკე უდიდესი პრობლემაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოვიდეს, გააპროტესტოს, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნება გადადგმული ნაბიჯები კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 30 აპრილსა და 1-ელი მაისის ღამეს, პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაარბიეს. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენეს. დაკავებულია აქციის 63 მონაწილე. თავის მხრივ შსს აცხადებს, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - "აქციის მონაწილეები უპირისპირდებოდნენ პოლიციელებს - ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს".
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)