00:31 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 12:03:47, 347 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი - 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ.

სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

მისი თქმით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის 23:00 საათიდან 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს და მისი საშუალებით გადაადგილება უფასო იქნება

„გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაიყვანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების - „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics