00:31 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 15:13:47, 328 ნახვა

საზოგადოება
გახდი ქვეყნის გამორჩეული მეცნიერი - დარეგისტრირდი გრეის ჰოპერის ტექ დაჯილდოებაზე

ტექნოლოგიებში ქალების აღიარების მიზნით, გრეის ჰოპერის 2024 წლის ტექ დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დაჯილდოება როგორც ქალებს, ასევე იმ პროგრამებსა და ორგანიზაციებს წარმოაჩენს, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს. 

2024 წელს ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა: ტექ ლიდერი, აღმოჩენა ახალ თაობაში, გამორჩეული მეცნიერი, ინოვაციური ტექ პროდუქტი, ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის.

ერთ- ერთი ახალი კატეგორია გამორჩეული მეცნიერია, რომელიც ენიჭება ქალ მეცნიერს, რომელსაც შეაქვს დიდი წვლილი STEM მეცნიერების სფეროში (ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული პროექტის პარტნიორებისგან მიიღებს 10,000 ლარის ოდენობით მხარდაჭერას, რაც წინასწარი შეთანხმებით მოხმარდება: გამარჯვებულის განათლებას და განვითარებას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებას ან პროდუქტის განვითარებას.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე რეგისტრაცია 20 მაისამდეა შესაძლებელი, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და დაჯილდოებაში მონაწილეობის შესახებ წესებს გაეცანით ვებგვერდზე.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics